ჭადრაკი

21:35 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილმა ხუთეულში შეაღწია

ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის მორიგი ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ჩემპიონობის საუკეთესო შანსს ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2526) ინარჩუნებს, რომელსაც 6.5 ქულა მოუგროვდა და ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ.

მე-10 ტურში ჰარიკა შავი ფიგურებით ჩინელ ქსუე ჟაოს (2510) დაუზავდა, დასკვნით პარტიას კი თეთრები ოლგა გირიასთან (რუსეთი, 2444) ეთამაშება. დრონავალის 0.5 ქულით მისივე თანამემამულე ჰამპი კონერუ (2575) და ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2512) ჩამორჩებიან. სავარაუდოა, რომ საპრიზო ადგილებს სწორედ ეს სამეული გადაინაწილებს.

საუკეთესო ხუთეულში შეაღწია ბელა ხოტენაშვილმა (2454), რომელმაც თეთრი ფიგურებით შვედი პია კრამლინგი (2463) დაამარცხა და 5.5 ქულა მოაგროვა. ასეთივე შედეგი აქვს მე-4 პოზიციაზე მყოფ ჩინელ ვენჯუნ ჟუს (2578), თუმცა, ქართველი მოჭადრაკე მას დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. დასკვნით ტურში ხოტენაშვილი შავებით უკრაინელ ანა მუზიჩუკს (2545) გაეჯიბრება.

4.5 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება ლელა ჯავახიშვილი (2487), რომელიც შავებით ჩინელ ჟონგი ტანს (2495) დაუზავდა. ბელა ჩენგდუს გრან-პრიზე ბოლო პარტიაში თეთრი ფიგურებით უკრაინელ მარია მუზიჩუკს (2545) ეთამაშება.

0.117707