ჩოგბურთი

21:07 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ და შვედოვამ პირველი წრე დასძლიეს

ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და ყაზახმა იაროსლავა შვედოვამ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 000 დოლარი) დამაჯერებელი სტარტი აიღეს.

პირველი განთესვის მქონე კალაშნიკოვამ და შვედოვამ შვეიცარიელ კონი პერინს და ბრაზილიელ ლაურა პიგოსის 6:4, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც ჩეხებს – ლენკა კუნჩიკოვას და კაროლინა შტუხლას ეთამაშებიან.

ოქსანამ და იაროსლავამ ბუქარესტში უკვე გამოიმუშავეს 60-60 სარეიტონგო ქულა, ჩემპიონობის შემთხვევაში კი 280-280 ქულას მიიღებენ.

0.116926