ჩოგბურთი

18:43 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლენდლი: “მარეის შეუძლია პირველი ნომერი გახდეს”

ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა და ამჟამად ბრიტანელი ენდი მარეის მთავარმა მწვრთნელმა ივან ლენდლიმ, თავისი შეგირდის შესახებ ისაუბრა.

“ენდის შეუძლია რეიტინგით ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდეს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ენდის შეუძლია თავის თამაში კიდევ უფრო გაამდიდროს. როცა მარეი ბოლოს ჯოკოვიჩს შეხვდა თანაბრად ეთამაშა, მაგრამ რამდენიმე ბურთმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. ჩვენი მიზანი არაა ბევრი “გრანდ სლემის” მოგება, არამედ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა მოვიგოთ”- განაცხადა ლენდლიმ.

შეგახსენებთ, რომ ენდი მარეი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი არასდროს ყოფილა.

ამჟამად რეიტინგის სათავეში 15 040 ქულით ნოვაკ ჯოკოვიჩია, ენდი 10 195 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

0.114295