ნაგოიას ბაშოს მე-4 წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა, გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი კი ძურიოში ისევ თანაბარ ბალანსზე (2 მოგება, 2 მარცხი) გავიდა.
დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინმა მორიგი მარცხი ოძეკი ტერუნოფუჯისთან განიცადა. მონღოლმა სეკიტორმა ქართველს იორიკირით სძლია და ივლისის სუპერტურნირზე ასპროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა. აქვე ვთქვათ, რომ ტერუნოფუჯის დარად, ლიდერებში იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატოც იმყოფებიან. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ასევე “მშრალზე” მყოფი კომუსუბი კოტოიუკუ იქნება.
ტურნირიდან მოიხსნა კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ, რომელმაც ხერხემლის ტრავმა ჯერ კიდევ ბაშომდე მიიღო, უშუალოდ შეჯიბრისას კი, მარცხენა ტერფიც დაიშავა და იძულებითი ნაბიჯის გადადგმაც მოუხდა. შედეგად, ბაშოს მე-4 დღეს კაკურიუსთან გამარჯვება უბრძოლველად ჩაეთვალა კომუსუბი ტაკაიასუს.
ძურიოს მე-4 დღეს მარცხი შეემთხვა გაგამარუს. ქართველმა გოლიათმა, რომელიც აღმოსავლეთის პირველი ნომრის სტატუსით ირჯება, დასავლეთის მე-4 ნომერ სატოიამასთან შიტატენაგეთი წააგო. გაგამარუს მომდევნო შერკინება აღმოსავლეთის მე-3 ნომერ სეიროსთან ელის, რომელსაც მაქსიმალური შედეგი აქვს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კიდე კაი მოიგო დღეს ტოჩიმ თორე ნაღდად გავგიჟდებოდი თავისნაირი ბალანსის მქონესთან რომ წაეგო. არ უნდა დააგდოს ტემპი და ხვალ ტაკაიასუს აუცილებლად უნდა მოუგოს, იმის მიუხედავად რომ ამ უკანასკნელს ძალიან კარგი სტარტი აქვს. გაგამ ისევ ჩაისვარა და ახლა დროულად უნდა გამოფხიზლდეს თორემ ფავორიტის სტატუსი გვერდზე დარჩება და მაკუუჩიშI ვეღარ გადავა. წესით, ჰომარეფუჯის დამარცხება შეუძლია მარა აბა რას გაუგებ გაგამარუს
უნდა მოიგოს აბა ოძეკებიდან 1 ღიპუცასთან თუ ექნება შანსი.
როგორც იქნა მოიგო ტოჩიმ, იმედია მიაყოლებს მოგებათა სერიას.
კაკურიუ дაახლოებით ისეთივე იოკოძუნაა, როგორი პირველი ჩოგნებიც კაროლინ ვოზნიაცკი дა მარსელო რიოსი იყვნენ... ანუ შემთხვევითი.
კისე ყოჩაღობს, იქნებ გამოუვიдეს ჩანაფიქრი дა გაახაროს იაპონია. თუმცა ბოლო дღეებში უჩირს ხოლმე ნამეტანი. კარგი იქნება, თუ ამჯერაд გაдალახავს კომპლექსებს.
არა მგონია გამოუვიდეს.
ტოჩი უნდა მოინდომო მეტად.