ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა იტალიელ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის მწვანე შუქი აუნთო. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, მარიო კარგი ბიჭია, მაგრამ ახლა მერსისაიდში მის ადგილს ვერ ხედავს.
“მარიო მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო სანამ ტრავმას მიიღებდა – ეს ყველამ იცის. მაგრამ ახლა, არ იქნება სამართლიანი, რომ მან ითამაშოს 4-5 ფორვარდზე წინ. ველაპარაკე მას და ვურჩიე, ახალი გუნდი ეძებოს, სადაც ახალი მარიო ბალოტელი დაბრუნდება.
თუმცა, მანამდე ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ ბალოტელი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს საუკეთესო ფორმაში”, - განაცხადა კლოპმა.
განური ფესვების მქონე 25 წლის შემტევი “ლივერპულში” 2014 წელს ჩაირიცხა, თუმცა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. გასული სეზონი იჯარით “მილანში” გაატარა, სადაც 20 შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.