გიორგი მერებაშვილი პოლონურ პლოცკის "ვისლაში" გადავიდა. ამ ინფორმაციას პოლონური საიტებიც ადასტურებენ. 29 წლის ქართველმა შემტევმა ბოლო სეზონი ბერძნულ "ლევადიაკოსში" გაატარა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში თამაში ხშირად არ უწევდა.
მერებაშვილმა კარიერის დიდი ნაწილი თბილისის "დინამოში" გაატარა. ასევე თამაშობდა სერბულ "ვოივოდინასა" და ბერძნულ ოფი-ში.
პლოცკის "ვისლა" პოლონეთის პირველ ლიგაში იყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და ექსტრაკლასას საგზური მოიპოვა.