ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვილიანმა ლონდონის "ჩელსისთან" ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2020 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "აროსტოკრატების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ვილიანი ინგლისურ გრანდში "ანჟიდან" 2013 წლის აგვისტოში გადავიდა და მას შემდეგ 140 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. ბრაზილიელი გასულ სეზონში "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.