ფეხბურთი

13:21 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარელმა პოლიციელმა როჯერსს დებიუტი ჩააშხამა (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტარის ჩემპიონმა “ლინკოლნმა” ესტონური “ფლორა” რომ გამოაგდო, დიდ სენსაციად მოინათლა, მაგრამ ამ გუნდმა ესეც არ იკმარა და გუშინ II ეტაპზე გლაზგოს “სელტიკს” 1:0 აჯობა.

გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ლი კასკიარომ გაიტანა, რომელიც სხვათა შორის პროფესიით ფეხბურთელი კი არა, პოლიციელია. ისიც სათქმელია, რომ მანვე შარშან გიბრალტარის ნაკრების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა და მაშინაც შოტლანდიელები დაამწუხრა – რაღა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრები.

არავინ იცის, ერთი კვირის შემდგომ “სელტიკ პარკზე” რა მოხდება, მაგრამ როგორც უნდა იყოს, გუშინდელი შეხვედრა წლის ერთ-ერთ მთავარ სენსაციად დარჩება. აღსანიშნავია, რომ “სელტიკის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი სწორედ “ლინკოლთან” მატჩში ჰქონდა ბრენდან როჯერსს – უკეთეს დებიუტს აშკარად ინატრებდა პატივცემული ბრენდანი...

0.127585