ფეხბურთი

13:08 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მირალემ პიანიჩი: “ნომერი ზიდანის გამო ავირჩიე”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რაც მოხდა, მირალემ პიანიჩის “რომადან” “იუვენტუსში” გადასვლა იყო. ბევრმა ბოსნიელი მოღალატედ ჩათვალა ამ ნაბიჯის გამო, მაგრამ თავად მირალემი ტურინში გადასვლას არ ნანობს.

მან “იუვენტუსის” ფეხბურთელის რანგში ჟურნალისტების კითხვებს ვრცლად პირველად უპასუხა. სხვათა შორის, მაისურის ნომერიც აირჩია ზინედინ ზიდანის გამო. მოკლედ, პიანიჩმა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, განსხვავებაზე “იუვენტუსსა” და “რომას” შორის, მიზნებზე, ამბიციებზე და სხვა...

“იუვენტუსი” - “როდესაც “იუვენტუსი” შიგნიდან ვნახე, ბევრი სხვადასხვა რამ აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ “რომასგან” დიდად განსხვავებულია. აქ ყველა ფრონტზე გამარჯვება გვინდა, იმაზე მეტი, ვიდრე გასულ წელს იყო. ყველაზე დიდი განსხვავება კი იმაშია, რომ სად იყვნენ ადრე და სად არიან ახლა... ბედნიერი ვარ აქ რომ ჩამოვედი. ბოლო კვირაში ბევრი ვიმუშავე – სამუშაო წარსულთან შედარებით შეიცვალა.

“რომა-“იუვენტუსზე” – “ოლიმპიკოზე” დაბრუნებისას ბედნიერი ვიქნები. იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და საოცარი გულშემატკივრები არიან. თუმცა, ეს ოდნავ განსხვავებული იქნება: იმათ წინააღმდეგ თამაში, ვისთან ერთადაც 5 მშვენიერი წელი გავატარე, მაგრამ ახლა მხოლოდ “იუვეზე” ვიქნები კონცენტრირებული. ვიცი, რომ დამისტვენენ – არასდროსაა ადვილი შეიცვალო გუნდი, თუმცა ახლა ბედნიერი ვარ.

შეტყობინებები – ყველა ჩემს ყოფილ თანაგუნდელს არ მოულოცია. კონტრაქტის გაფორმებამდე დავურეკე სპალეტის, შეტყობინება გავუგზავნე ტოტის, დე როსის. მადლობა გადავუხადე მათ ხუთი წლის განმავლობაში გვერდში დგომისთვის. თუმცა, ბედს ეტყობა ასე სურდა. ჩემს არჩევანს არ ვნანობ, რადგან აქ საშუალება მექნება ოცნებები ავიხდინო, მოვიგო ტიტულები. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე – “იუვენტუსში” ყოველთვის დარწმუნებულნი არიან გამარჯვებაში. შესაბამისად, ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

პირლოს მოდელზე – ალეგრისთან ერთად არ უნდა გამიჭირდეს. ჩემი თამაშის გაუმჯობესება ნელ-ნელა, მეთოდურად უნდა მოხდეს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ კარგად მოვემზადოთ. სად უნდა ვითამაშო? – იქ, სადაც უფრო სასარგებლო იქნება. “რომაში” მე სამ ნახევარმცველში ვთამაშობდი, რომელთაც არ ეშინოდათ ბურთის ხშირად ფეხში მიღების. ალეგრიმ იცის ჩემი მახასიათებლები და გუნდთან ოდნავი შეგუებაც ალბათ დამჭირდება. პირლოს ადგილზე? – ანდრეა დიდი ფეხბურთელია, მაგალითად საუკეთესო ნახევარმცველი სერია ა-ში. ჩვენ განსხვავებული მოთამაშეები ვართ, ის იყო წარმოუდგენელი ფეხბურთელი პირლოსთან შედარება კარგია, მაგრამ ჩვენს შორის პატარა განსხვავება მაინც არის.

საჯარიმო დარტყმები – მე ვმუშაობდი ამის დიდოსტატ ჟუნინიოსთან ერთად “ლიონში”. მაქვს ჩემი ტექნიკა და მინდა ყოველთვის გავაუმჯობესო. მინდა ვიყო ამ კომპონენტში გადამწყვეტი. ისიც ვიცი, რომ “იუვეში” ამ კომპონენეტს სხვებიც კარგად ფლობენ, მაგრამ მსურს, გადამწყვეტი გოლი ჯარიმიდან მე გავიტანო.

მიზნები – ჩემპიონთა ლიგა? – მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის ტიტულები, რაც გუნდმა შარშან მოიგო. სკუდეტოს თუ მოვიგებთ ეს იქნება ლეგენდარული, ისტორიული – ზედიზედ 6 ჩემპიონობა ხომ არავის გაუფორმებია.

პაულო დიბალას შესახებ – ვეცდები ჩემს თანაგუნდელებთან რაც შეიძლება მალე შევთამაშდე. “იუვენტუსში” ბევრი ინდივიდუალისტია, მხოლოდ პიანიჩი და დიბალა – არა.

რატომ 5 ნომერი – ეს ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემს იდეალს, ზინედინ ზიდანს ეცვა და ძალიან მიყვარს.

საუკეთესო ნახევარდაცვა მსოფლიოში? – რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი შუახაზი გვყავს. მე არ მეშინია კონკურენციის. აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს დავეხმარო და ხელი შევუწყო ტიტულების მოგებაში.

0.102638