საქართველოს ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "კარპატის" ყოფილმა ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა "დიოშდიორთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია უნგრული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ქართველმა ლეგიონერმა წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა "დიოშდიორის" წინადადებაზე" ბევრი არ უფიქრია.
"დიოშდიორის" წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია. თუ სამწვრთნელო შტაბი ჩემი მუშაობით კმაყოფილი იქნება, მინდა კიდევ დიდხანს დავრჩე კლუბში. პირადად ძალიან შრომისმოყვარე ვარ, კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ და შევეცდები გულშემატკივრების სიმპატია დავიმსახურო." - განაცხადა დაუშვილმა, რომელმაც გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.
ბუბა უკრაინულ გუნდში 2012 წელს "ზესტაფონიდან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 74 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი უნგრულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ეროვნულ გუნდში დაუშვილს დებიუტი 2008 წელს ჰქონდა და "ჯვაროსნების" მაისურით მოედანზე 27 შეხვედრაში გამოჩნდა.