ფეხბურთი

0:45 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: “მესამე გოლი უნდა გამეტანა"

“დინამო” თბილისის თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა “ალაშკერტის” (2:0) დამარცხების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ქართველი ფორვარდი ბოლომდე კმაყოფილი არ გახლდათ და მის მიერ განიავებული საგოლე მომენტი გულდაწყვეტით გაიხსენა.

“პირველი ტაიმი რთული გამოდგა, მეორეში კი კარგად ვითამაშეთ, ფორა გვაქვს. თუმცა, შემდეგი მატჩისთვის ყველაფერი გადაწყვეტილი მაინც არაა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს თამაშს – ეს მწვრთნელის შესაფასებელია, კმაყოფილი დავრჩებოდი მესამე ბურთი რომ შემეგდო.

მოწინააღმდეგე კარგად თამაშობდა, მაგრამ “დინამომ” დამსახურებულად აჯობა. გულშემატკივარს კი მადლობა – მოვიდნენ და დიდი როლი ითამაშეს ჩვენს გამარჯვებაში”, - განაცხადა ვლადიმერ დვალიშვილმა.

0.114955