ფეხბურთი

0:25 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯთა სემინარი „ბასაზე“ (+VIDEO)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მსაჯთა სემინარი მიმდინარეობს. სასწავლო კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს აერთიანებს. სემინარს მთელი საქართველოდან მოწვეული 20 ახალგაზრდა მსაჯი ესწრება. მათი უმეტესობა ასევე ჩართულია „რეგიონთა თასის“ გათამაშებაში.

სემინარი ფიფას სტანდარტების შესაბამისად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ოთხდღიანი კურსის ფარგლებში გუშინ ახალგაზრდა მსაჯებს სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე შეხვდა.

სემინარის მონაწილეები საღამოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩსაც დაესწრნენ, რომელშიც თბილისის “დინამომ” ერევნის “ალაშკერტს” 2:0 სძლია.

სფფ-ის პრესსამსახური

0.117886