ფეხბურთი

19:50 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სელტა” გაძლიერებას განაგრძობს

ფლორენციის “ფიორენტინას” აწ უკვე ყოფილი მცველი ფაკუნდო რონკალია ვიგოს “სელტას” რიგებში ითამაშებს. როგორც ესპანური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, 29 წლის არგენტინელმა კლუბთან სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რონკალიას ტრანსფერი “სელტას” არაფერი დაჯდომია, რადგან 30 ივნისს იგი თავისუფალი აგენტი გახდა და შესაბამისად, ვიგოელებს უფასოდ შეუერთდა.

ფაკუნდოს ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს – იგი 2009-2010 წლებში “ესპანიოლში” თამაშობდა, ხოლო შემდეგ იტალიას მიაშურა, სადაც “ჯენოასა” და “ფიორენტინაში” მოასწრო ასპარეზობა. გასულ სეზონში მან “იების” მაისურით 30 თამაში ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

0.137126