ბერძენმა ცენტრმა იანის ბურუსისმა ათენის “პანათინაიკოსთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას ბერძნული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
გასულ სეზონში ბურუსისი ესპანური “ლაბორალ კუჩას” ღირსებას იცავდა და ევროლიგაში საშუალოდ 14.5 ქულას, 8.7 მოხსნას და 2.2 პასს აგროვებდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.