გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტარის" 21-წლამდელთა გუნდში გაიტანა. ეს ჩერკასის "დნეპრთან" ამხანაგურში, რომელშიც არაბიძის გუნდმა 1:2 წააგო. გიორგიმ ტაიმნახევარი ითამაშა და მე-19 წუთზე პენალტი გამოიყენა.
ჯერჯერობით, არაბიძე დონეცკის კლუბშია და თქმა არ უნდა, "შახტარი" მას იოლად არ შეელევა. თავად ფეხბურთელმა გამოთქვა სხვა გუნდში გადასვლის სურვილი, მაგრამ დაველოდოთ, ეს ჯერ მხოლოდ სურვილია.
ჩერკასის "დნეპრში" ბოლო 10 წუთი ითამაშა ნახევარმცველმა ლევან კოშაძემ, რომელიც 1993 წელსაა დაბადებული და გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა: გიორგი ჭანტურიასთან, ვაკო ყაზაიშვილთან, დავით სხირტლაძესთან, ლაშა პარუნაშვილთან და სხვებთან ერთად.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტოტიიიმ უნდა აწიოს თასიი მაგ ლეგენდარულმა თესლმა ))))
წელს იტალიაში რომასკენ ვარ
რავა დააჩერჩეტებს ეს აქეთიქით უსაჯურთხო კვდარივით
ამჯერად მრავალწლიანი გაჩერება ექნება უეჭველი გამოვისყიდით წლის ბოლოს..