ჩოგბურთი

18:10 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია ბურსას ტურნირს გამოეთიშა

თურქეთის ქალაქ ბურსაში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის ერთეულთა ბადეში ქართველ ჩოგბურთელთაგან პირველი სოფო ქვაცაბაია ჩაება და სლოვენიელ ნასტია კოლართან 4:6, 1:6 დამარცხდა.

საწყისი შეხვედრები ხვალ ელით სოფო შაფათავას და ეკატერინე გორგოძეს. მე-3 განთესვის მქონე შაფათავა ბულგარელ დია ევტიმოვას გაეჯიბრება, ხოლო გორგოძის მეტოქე რუსი მარგარიტა ლაზარევა იქნება.

წყვილებში პირველი რეიტინგით მოთამაშე გორგოძემ და შაფათავამ თურქ ოზგენს და ხორვატ ვრლიჩს 6:2, 3:6, 10:6 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.

შეჯიბრს გამოეთიშნენ ქვაცაბაია და ხსენებული ლაზარევა. ქართველი და რუსი ჩოგბურთელები ბოსნიელ ჰერძელასთან და უკრაინელ პოჟიხირენკოსთან 1:6, 5:7 დამარცხდნენ.

0.144085