ქართველმა მოჭადრაკე ლელა ჯავახიშვილმა (2487) ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრიზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
მე-9 ტურში ჯავახიშვილმა თეთრი ფიგურებით რუსი ოლგა გირიას (2444) სძლია და 4.0 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.
თანამემამულეს 0.5 ქულით უსწრებს ბელა ხოტენაშვილი (2454), რომელიც შავებით ერთპიროვნულ ლიდერ დრონავალი ჰარიკას (2526) დაუზავდა.
შედეგად, ინდოელმა მოჭადრაკემ 6.0 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა, ქართველი კი 4.5 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
ჰარიკას 0.5 ქულით ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2512) ჩამორჩება, ინდოელ ჰამპი კონერუს (2575), ჩინელ ვენჯუნ ჟუს (2578) და უკრაინელ მარია მუზიჩუკს (2545) კი აქტივში 5.0-5.0 ქულა აქვთ.
გრან-პრის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. მე-10 ტურის პარტიები 13 ივლისს შედგება და ხოტენაშვილი თეთრებით შვედ პია კრამლინგს (2463) ეთამაშება, ჯავახიშვილი კი შავებით – ჩინელ ჟონგი ტანს (2495).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბლოკნოტები ბითუმად უნდა გავზიდო ჰოლანდიაში მაშIნ DDDDDDDDDDDDDDDDDDD
ვფიქრობ დე ბურს დანიშნავენ. ახალგაზრდაა, ამბიციურია, გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია აიაქსში, თან ახლა უმუშევარია.
ვანგაალი თუ მზადაა უალტერნატივოა, ჰოლანდიის მამაა მწვრთნელობის კუთხით
ღადაობენ რა დროს ვანგაალია? დაილია ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხი?