საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოლიმპიური შემადგენლობა ცნობილია. ბრაზილიაში წამსვლელი გუნდის განაცხადი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა.
რიოს ხალიჩაზე ბეგი დარჩიას გაწვრთნილი გუნდი 5 სპორტსმენით გავა. მოლოდინისამებრ, სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი იმ მოჭიდავეებზე შეაჩერა, რომლებმაც სალიცენზიო ნორმატივი შეასრულეს.
ერთადერთი წონითი კატეგორია, რომელშიც საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე მონაწილე არ ეყოლება, 59 კილოგრამია, რომელშიც ლიცენზიის გარეშე ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი რევაზ ლაშხი დარჩა.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორები 14-16 აგვისტოს გამოვლინდებიან.
საქართველოს ნაკრები
66 კგ - შმაგი ბოლქვაძე
75 კგ - ზურაბ დათუნაშვილი
85 კგ - რობერტ ქობლიაშვილი
98 კგ - რევაზ ნადარეიშვილი
130 კგ - იაკობ ქაჯაია