ესპანურ ბენასკეში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირს 5 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 3 მონაწილე ლიდერობს: ინდოელი კრიშნან სასიკირანი (2639) და უკრაინელები – იური კუზუბოვი (2635) და ანდრეი ბარიშპოლეცი (2551).
ლიდერებს ქულით ჩამორჩება და დამატებითი მაჩვენებლებით 25-ე ადგილზეა სალომე მელია (2411), რომელმაც გასულ ტურში თეთრი ფიგურებით ყაიმი რუს ვლადიმირ ბურმაკინთან (2549) გააფორმა.
ასეთივე მონაგარით 45-ე საფეხურზე გადაინაცვლა ნინო ბაციაშვილმა (2466), რომელმაც თეთრებითვე ესპანელი ხოსე მანუელ ნიევეს კაბანესი (2215) დაამარცხა. 3.5 ქულით 55-ეა მერი არაბიძე (2360), ხოლო ქეთი წაწალაშვილი (2239) 3.0 ქულით 94-ე პოზიციაზე დაქვეითდა.