ფეხბურთი

21:03 | 11.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

იარაბეკი: "მომდევნო ეტაპზე გასვლას ხვალვე ვეცდებით"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო” თბილისი ბოლო ქართული გუნდია, რომელიც ევროსარბიელს შემორჩა. “დინამო” ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში ხვალ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც სომხეთის მოქმედ ჩემპიონ “ალაშკერტს” დაუპირისპირდება.

თამაშამდე თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა მედიის წარმოამდგენლების კითხვებს ამომწურავად უპასუხა. შლოვაკი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა და ამის გაკეთებას ხვალინდელ შეხვედრაში ეცდება. თუმცა, იქვე დაამატა, რომ მეტოქეს პატივს სცემს, რადგან არ შეიძლება ქვეყნის ჩემპიონი სუსტი მეტოქე იყოს.

იურაი იარაბეკი (“დინამო” თბილისის მთავარი მწვრთნელი): “დღესდღეობით მთელი საქართველო კონცენტრირებულია “დინამოზე” – ჩვენ ერთადერთი ქართული გუნდი ვართ ევროთასებზე დარჩენილნი. მინდა აღვნიშნო, რომ ბიჭებმა ბოლო ერთი თვე საკმაოდ ნაყოფიერად განვლეს, მზად ვართ ამ თამაშისთვის. ისიც ვიცი, რომ სომხეთიდან არაერთი ქომაგი ჩამოჰყვება თავის გუნდს საქომაგოდ და მოვუწოდებ ჩვენს გულშემატკივარსაც მოვიდეს სტადიონზე.

ვლადიმერ დვალიშვილი სულ რაღაც ერთის წინ შეიყვანეს განაცხადში და შესაბამისად, მას ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ხვალინდელ მატჩში. რაც შეეხება შეკრებას, მთავარი იყო კარგად, ნაყოფიერად მომზადება. ვეთამაშეთ საკმაოდ ძლიერ გუნდებს. ისეთ გუნდებს, რომლებიც ევროთასებზე ხშირად გამოდიან და აღწევენ კარგ შედეგს. ასევე სერიოზული გუნები იყვნენ “მაკაბი” და “ლასკი” – ასე რომ მთავარი მაინც მომზადება იყო და სპარინგის შედეგები ბევრს არაფერს ნიშნავს.

ჩვენ ყველა მეტოქეს ვაფასებთ. ლოგიკურად ყველა ქვეყნის ჩემპიონი არ შეიძლება რომ იყოს სუსტი. “დინამო” მთლიანად არის მობილიზებული, რომ ეს ეტაპი გავიაროთ. ჩავატარეთ მეტოქის ანალიზი და მათ შარშან ევროტურნირებზე საკმაოდ კარგად გამოვიდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ ეს ეტაპი რომ გავიაროთ და მჯერა ასეც იქნება. პრემიები? – არცერთი ფეხბურთელი არ ფიქრობს პრემიებზე – მთლიანად თამაშზე ვართ მობილიზებულნი.

ძალიან გვინდა, რომ ხვალინდელ მატჩშივე გადავწყვიტოთ ორმატჩიანი დუელის ბედი, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. ხვალ მხოლოდ პირველი თამაშია და ვეცდებით წარმატებით ვითამაშოთ.

ლეგიონერები? – ჩვენ ვაკვირდებოდით ამ ლეგიონერებს და საკმაოდ კარგი დონის მოთამაშეები არიან. ანტონი სკრიბე 99%-ით სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ხოლო რაც შეეხება დანარჩენებს, ახლა ვერ გეტყვით – ხვალ რომ გავიღვიძებ, მეცოდინება ამაზე პასუხი. ყველა ფეხბურთელი კარგ კონდინციებშია. დარწმუნებულები ვართ ჩვენი ლეგიონერების შესაძლებლობებში. მაგალითად კურიე – ბულგარეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი გახდა, სკრიბე კი ახალგაზრდა მეკარეა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშობდა. ველევი კი ცოტა ხნის წინ ეროვნულ ნაკრებში იყო იაპონიაში შეკრებაზე. ვფიქრობ, მათ დრო დასჭირდებათ გუნდთან შესაგუებლად, თუმცა საკმაოდ კარგი ხარისხის ლეგიონერები არიან.

ერიკ საბო? – ძალიან კარგი ფეხბურთელია, მასთან მიმუშავია და ვიცი მისი შესაძლებლობები. მინდა “დინამოს” ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენს გუნდში ეთამაშა. თუმცა, წარმოიქმნა ხელისშემშლელი ფაქტორები, ბოლომდე გადაწყვეტილი არ იყო და “პაოკის” პრეზიდენტმა თავად განაცხადა, რომ სურდა, საბო დარჩენილიყო საბერძნეთში”.

"დინამოსა" და "ალაშკერტის" მატჩი სამშაბათს, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი კი 5 და 10 ლარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.204215