თურქეთის ქალაქ ბურსაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია, 3 ქართველი ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.
სოფო შაფათავა ძირითად ბადეში მე-3 ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდში ბულგარელ დია ევტიმოვას ეთამაშება, სოფო ქვაცაბაია სლოვენიელ ნასტია კოლარს გაეჯიბრება, ხოლო ეკატერინე გორგოძის მეტოქე რუსი მარგარიტა ლაზარევა იქნება.
წყვილებში გორგოძეს და შაფათავას პირველი განთესვა აქვთ და მერვედფინალში თურქ პემრა ოზგენს და ხორვატ ანა ვრლიჩს გაეჯიბრებიან, ქვაცაბაია და ხსენებული ლაზარევა კი ბოსნიელ ჰერძელასს და უკრაინელ პოჟიხნირენკოს ეთამაშებიან.