საბოლოოდ გაირკვა, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 39 სპორტსმენით წარსდგება. ბოლო ლიცენზია მიიღო სიმაღლეზე მხტომელმა ვალენტინა ლიაშენკომ.
ლიცენზიანტთა შორის სპორტის 12 სახეობის წარმომადგენელია: 8 ძიუდოისტი, 6 თავისუფალი სტილის მოჭიდავე, 5 ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, 5 მძლეოსანი, 3 ძალოსანი, 3 მშვილდოსანი, 2 ტყვიის მსროლელი, 2 მოცურავე, 1 მხატვრული ტანმოვარჯიშე, 1 ბატუტზე მხტომელი, 1 მოფარიკავე, 1 კანოისტი და 1 ჩოგბურთელი.
რიო-2016
სპორტის სახეობა 28
დისციპლინა 42
მედლების კომპლექტი 306
სპორტსმენი 10,903
საშეჯიბრო არენები 37
საშეჯიბრო დღეები 19
საშეჯიბრო სესიები 698
ოლიმპიური სოფლის ოფიციალური გახსნა 24 ივლისი
თამაშების გახსნის ცერემონია 5 აგვისტო (მარაკანა)
თამაშების დახურვის ცერემონია 21 აგვისტო (მარაკანა)
ოლიმპიური თამაშებისთვის აშენებული და რეკონსტრუირებული სპორტული ნაგებობები განაწილებულია ოთხ ზონაში: ბარა, კოპაკაბანა, დეოდორო და მარაკანა.
რიო-2016-ის გულია ბარა ზონა. აქ განთავსებულია ოლიმპიური სოფელი, ოლიმპიური პარკი, რიოცენტრო, საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრი, მთავარი პრეს-ცენტრი და მედია-სოფელი.
ოლიმპიური პარკის 15 არენაზე შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 16 სახეობაში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, კალათბურთი, ფარიკაობა, ტაეკვონდო, ხელბურთი, ჩოგბურთი, ველოსპორტი (ტრეკი), სპორტული ტანვარჯიში, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა, სინქრონული ცურვა.
ბარა ზონაში განთავსებულ სხვა ბაზებზე გაიმართება ძალოსნობა, კრივი, გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, ველოსპორტი (გზატკეცილი).
კოპაკაბანას ზონა უმასპინძლებს პლაჟის ფრენბურთს, ტრიატლონს, მარათონულ ცურვას, ნიჩბოსნობას, კანოეს, აფროსნობას.
დეოდორო ზონაში იასპარეზებენ ტყვიის მსროლელები, ცხენოსნები, თანამედროვე ხუთჭიდელები, მორაგბეები, ბალახის ჰოკეისტები, სამთო ველოსპორტსმენები, კანოისტები (სლალომი).
მარაკანა ზონაში განთავსებულ არენებზე გაიმართება ფეხბურთი, მძლეოსნობა, ფრენბურთი, მშვილდოსნობა.
სელებრა
რიო 2016-ის დღეებში იმოქმედებს კულტურული პროგრამა, რომელიც გააერთიანებს ბრაზილიური და მსოფლიო ხელოვნების საინტერესო ელემენტებს.
სელებრა გულისხმობს უფასო კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მოწყობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მხატვრული პროგრამა გამდიდრებული იქნება საერთაშორისო და ეროვნული კომპონენტებით.
პროგრამა მოიცავს 6 სეგმენტს: ლიტერატურას, ცეკვას, მუსიკას, ვიზუალურ ხელოვნებას, პერფორმანსს და ყოველდღიურ ყოფას.
ოლიმპიური სოფელი
განთავსებულია ბარა ზონაში. ოფიციალურად გაიხსნა 2016 წლის 16 ივლისს, პირველ სტუმრებს მიიღებს 24 ივლისს. ოლიმპიური თამაშების პერიოდში აქ იცხოვრებს 18 ათასამდე ადამიანი – სპორტსმენები, მწვრთნელები, დელეგაციების ხელმძღვანელები, სხვა ოფიციალური პირები, მოხალისეები, ტექნიკური პერსონალი.
სოფელი მოიცავს 17-სართულიან 31 საცხოვრებელ კორპუსს, სასადილო და სპორტულ კომპლექსს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, ჩოგბურთის კორტებს, საბანკო და საფოსტო განყოფილებებს, სატრანსპორტო, სამედიცინო და გასართობ ცენტრებს, მომსახურების ობიექტებს. კონდიცირებული ორადგილიანი საცხოვრებელი ოთახები აღჭურვილია ცალკე აბაზანით, ყველა აუცილებელი ავეჯითა და ინვენტარით.
ოლიმპიური სოფლიდან სავარჯიშო და საშეჯიბრო არენებზე და უკან რეგულარულად იმოძრავებენ კომფორტული ავტობუსები.
მშვილდოსნობა
5-12 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 128 სპორტსმენი: 64 კაცი და 64 ქალი.
გათამაშდება მედლების 4 კომპლექტი
კაცები – ინდივიდუალური, გუნდური.
ქალები – ინდივიდუალური, გუნდური.
საშეჯიბრო არენა
სამბოდრომი
განთავსებულია მარაკანა ზონაში (ყოველწლიურად მასპინძლობს სამბას სკოლების ყოველწლიურ პოპულარულ აღლუმს).
სავარჯიშო არენა
სამბოდრომი
განთავსებულია მარაკანა ზონაში. ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 12 აგვისტომდე, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
ქართველი ოლიმპიელები
ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე
ძიუდო
6-12 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 386 სპორტსმენი: 231 კაცი და 155 ქალი.
გათამაშდება მედლების 14 კომპლექტი
კაცები – 60 კგ, 66 კგ, 73 კგ, 81 კგ, 90 კგ, 100 კგ, +100 კგ.
ქალები – 52 კგ, 57 კგ, 63 კგ, 70 კგ, 78 კგ, +78 კგ.
საშეჯიბრო არენა
კარიოკა არენა 2
განთავსებულია ბარა ზონაში, ოლიმპიურ პარკში, ოლიმპიური სოფლიდან 3 კმ მანძილზე.
სავარჯიშო არენა
ათლეტთა პარკი
განთავსებულია ბარა ზონაში, ოლიმპიურ სოფელთან ახლოს. ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 12 აგვისტომდე. გუნდებს შეეძლებათ დაჯავშნონ ვარჯიშის დრო.
ქართველი ოლიმპიელები
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).
ცურვა
6-13 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 900 სპორტსმენი.
გათამაშდება მედლების 32 კომპლექტი
საშეჯიბრო არენა
საწყლოსნო ოლიმპიური სტადიონი
განთავსებულია ოლიმპიურ პარკში.
სავარჯიშო არენა
საწყლოსნო ოლიმპიური სტადიონი; ათლეტთა პარკი
საწყლოსნო ოლიმპიური სტადიონი განთავსებულია ოლიმპიურ პარკში, ათლეტთა პარკი – ბარა ზონაში. ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 13 აგვისტომდე, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
ქართველი ოლიმპიელები
ირაკლი ბოლქვაძე, თეონა ბოსტაშვილი
ტყვიის სროლა
6-14 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 357 სპორტსმენი: 214 კაცი და 143 ქალი.
გათამაშდება მედლების 15 კომპლექტი
საშეჯიბრო არენა
სროლის ოლიმპიური ცენტრი
განთავსებულია დეოდორა ზონაში.
სავარჯიშო არენა
სროლის ოლიმპიური ცენტრი
განთავსებულია დეოდორა ზონაში. ოლიმპიელებს მოემსახურება 25 ივლისიდან 12 აგვისტომდე, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
ქართველი ოლიმპიელები
ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი
ფარიკაობა
6-14 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 212 სპორტსმენი: 106 კაცი და 106 ქალი.
გათამაშდება მედლების 10 კომპლექტი
საშეჯიბრო არენა
კარიოკა არენა 3
განთავსებულია ოლიმპიურ პარკში.
სავარჯიშო არენა
რიოცენტრო, პავილიონი 5
განთავსებულია ათლეტთა პარკში, ოლიმპიურ სოფელთან ახლოს.
ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 14 აგვისტომდე, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
ქართველი ოლიმპიელი
სანდრო ბაზაძე
ჩოგბურთი
6-14 აგვისტო
შეჯიბრების ინდივიდუალურ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 128 სპორტსმენი: 64 კაცი და 64 ქალი, გარდა ამისა – ქალთა და კაცთა 16-16 წყვილი.
გათამაშდება მედლების 5 კომპლექტი
კაცები – ინდივიდუალური, წყვილები.
ქალები – ინდივიდუალური, წყვილები.
შერეული წყვილები.
საშეჯიბრო არენა
ოლიმპიური საჩოგბურთო ცენტრი
განთავსებულია ბარა ზონაში.
სავარჯიშო არენა
ოლიმპიური საჩოგბურთო ცენტრი
განთავსებულია ბარა ზონაში. ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 14 აგვისტომდე, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
ქართველი ოლიმპიელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი
ძალოსნობა
6-16 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 260 სპორტსმენი: 156 კაცი და 104 ქალი.
გათამაშდება მედლების 15 კომპლექტი
კაცები: 56 კგ, 62 კგ, 69 კგ, 77 კგ, 85 კგ, 94 კგ, 105 კგ, +105 კგ.
ქალები: 48 კგ, 53 კგ, 58 კგ, 63 კგ, 69 კგ, 75 კგ, +75 კგ.
საშეჯიბრო არენა
რიოცენტრო, პავილიონი 2
განთავსებულია ბარა ზონაში, ოლიმპიურ პარკთან ახლოს.
სავარჯიშო არენა
რიოცენტრო, პავილიონი 5
განთავსებულია ათლეტთა პარკში, რიოცენტროსPპავილიონ 5-ში. ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 16 აგვისტომდე, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
ქართველი ოლიმპიელები
რაულ ცირეკიძე (94 კგ), ლაშა ტალახაძე (+105 კგ), ირაკლი თურმანიძე (+105 კგ)
ბატუტზე ხტომა
12-13 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 32 სპორტსმენი: 16 კაცი და 16 ქალი.
გათამაშდება მედლების 2 კომპლექტი
კაცები, ინდივიდუალური.
ქალები, ინდივიდუალური.
საშეჯიბრო არენა
რიოს ოლიმპიური არენა
განთავსებულია ბარა ზონაში, ათლეტთა პარკში.
სავარჯიშო არენა
რიოს ოლიმპიური არენა
განთავსებულია ბარა ზონაში, ათლეტთა პარკში. ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 12 აგვისტომდე, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
ქართველი ოლიმპიელი
ლუბა გოლოვინა
მძლეოსნობა
12-21 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 2 000-მდე სპორტსმენი.
გათამაშდება მედლების 47 კომპლექტი
საშეჯიბრო არენა
ოლიმპიური სტადიონი, სამბადრომი,
რიოს ქუჩები (სპორტული სიარული და მარათონი).
ოლიმპიური სტადიონი და სამბადრომი განთავსებულია მარაკანა ზონაში.
სავარჯიშო არენა
საჰაერო კლუბი, საჰაერო ძალების უნივერსიტეტი, ოლიმპიური სტადიონი – გასახურებელი ბილიკი.
ოლიმპიელებს მოემსახურება: საჰაერო კლუბი და საჰაერო ძალების უნივერსიტეტი – 24 ივლისიდან 20 აგვისტომდე. ოლიმპიური სტადიონი – 8 აგვისტოდან 11 აგვისტომდე.
ქართველი ოლიმპიელები
დავით ხარაზიშვილი (მარათონი), ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ლაშა თორღვაიძე (სამხტომი), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა), ვალენტინა ლიაშენკო (სიმაღლეზე ხტომა).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
14-16 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 116 სპორტსმენი.
გათამაშდება მედლების 6 კომპლექტი – 59 კგ, 66 კგ, 75 კგ, 85 კგ, 98 კგ, 130 კგ.
საშეჯიბრო არენა
კარიოკა არენა 2
განთავსებულია ბარა ზონაში, ოლიმპიურ პარკში, ოლიმპიური სოფლიდან 3 კმ მანძილზე.
სავარჯიშო არენა
ათლეტთა პარკი
განთავსებულია ათლეტთა პარკში, ოლიმპიურ სოფელთან ახლოს. ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 21 აგვისტომდე. გუნდებს შეეძლებათ დაჯავშნონ ვარჯიშის დრო.
ქართველი ოლიმპიელები
შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), რობერტ კობლიაშვილი (85 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (98 კგ), იაკობ ქაჯაია (130 კგ).
კანოე (სპრინტი)
15-20 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 246 სპორტსმენი: 158 კაცი და 88 ქალი.
გათამაშდება მედლების 12 კომპლექტი
საშეჯიბრო არენა
ლაგოა სტადიონი
განთავსებულია კოპაკაბანა ზონაში.
სავარჯიშო არენა
ლაგოა სტადიონი
განთავსებულია კოპაკაბანა ზონაში. ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 20 აგვისტომდე, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
ქართველი ოლიმპიელი
ზაზა ნადირაძე
მხატვრული ტანვარჯიში
19-21 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 96 სპორტსმენი ქალი.
გათამაშდება მედლების 2 კომპლექტი
ინდივიდუალური.
გუნდური.
საშეჯიბრო არენა
რიოს ოლიმპიური არენა
განთავსებულია ბარა ზონაში, ათლეტთა პარკში.
სავარჯიშო არენა
რიოს ოლიმპიური არენა
განთავსებულია ბარა ზონაში, ათლეტთა პარკში. ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 20 აგვისტომდე, წინასწარ შედგენილი გრაფიკით.
ქართველი ოლიმპიელი
სალომე ფაჟავა
თავისუფალი ჭიდაობა
19-21 აგვისტო
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 116 სპორტსმენი კაცი.
კაცთა შორის გათამაშდება მედლების 6 კომპლექტი – 57 კგ, 65 კგ, 74 კგ, 86 კგ, 97 კგ, 125 კგ.
საშეჯიბრო არენა
კარიოკა არენა 2
განთავსებულია ბარა ზონაში, ოლიმპიურ პარკში, ოლიმპიური სოფლიდან 3 კმ მანძილზე.
სავარჯიშო არენა
ათლეტთა პარკი
განთავსებულია ათლეტთა პარკში, ოლიმპიურ სოფელთან ახლოს. ოლიმპიელებს მოემსახურება 24 ივლისიდან 21 აგვისტომდე. გუნდებს შეეძლებათ დაჯავშნონ ვარჯიშის დრო.
ქართველი ოლიმპიელები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (65 კგ), იაკობ მაქარაშვილი (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).
www.geonoc.org.ge