ფეხბურთი

18:41 | 11.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელეც ჩინეთში, ორ სეზონში 40 მილიონი

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “საუთჰემპტონის” ფორვარდი გრაციანო პელე კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება. წყაროს ინფორმაციით, 30 წლის თავდამსხმელისა და “შანდონგ ლუნენგის” ურთიერთთანამშრომლობა გადაწყვეტილია. პელე აზიურ კლუბთან 2.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს ზღაპრული გასამრჯელოთი – გრაციანო ხსენებულ პერიოდში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ბოლო დროს ჩინეთში არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი გადაბარგდა სწრედ სარფიანი პირობების გამო და რა გასაკვირია, რომ იტალიელმაც იგივე გზა აირჩია.

გრაციანო პელემ “საუთჰემპტონის” რიგებში აქამდე 80 მატჩის ჩატარება მოასწრო და მეტოქეთა კარში 30 გოლის გატანაც მოახერხა. გასულ ევროპის ჩემპიონატზე კი 4 შეხვედრაში მეტოქეები ორჯერ დაამწუხრა.

0.114533