ფეხბურთი

20:04 | 11.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: “პოგბა მიდის? – არა, “იუვესთან” ახალი კონტრაქტი გაფორმდება”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი პოლ პოგბა ევროპულ გამოცემებს ლამის ყოველდღე “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაჰყავთ. თუმცა, დღეს მისმა აგენტმა მინო რაიოლამ, რომელიც ფეხბურთელების ტრანსფერებეში დიდად გაწაფული ვინმეა, საპირისპირო განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, პოგბას “იუვენტუსში” დარჩენა სურს და თავის მხრივ, ტურინული კლუბიც მისი გასხვისების წინააღდეგია. მეტიც, დიდი ალბათობით, პოლი იტალიურ გრანდთან ახლო მომავალში კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

“ალბათ არსად წავა. “იუვენტუსის” გარდა მას სხვაგან თამაში არ სურს და კლუბსაც მისი გაყიდვა არ უნდა. მეტიც, დიდი შანსია, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმონ, რადგან ამის სურვილი გააჩნიათ. პოგბა ბევრ გუნდს სურს, მაგრამ “იუვენტუსი” ის კლუბია, რომელიც თავის ლიდერებთან შელევას არ აპირებს”, - თქვა რაიოლამ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რაიოლას სიტყვები თუ სიმართლეს შეესაბამება, მაშინ “ბებერი ქალბატონი” პოგბასთან ხელშეკრულება 2020 ან 2021 წლის ჩათვლით გააგრძელებს და სეზონში ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

ამჟამად 23 წლის ფრანგი წლიურად 4.5 მილიონს გამოიმუშავებს, ხოლო კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ პოგბას “მანჩესტერი” წლიურად 8 მილიონიან კონრაქტს სთავაზობს, “იუვენტუსს” კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 123 მილიონ ევროს...

0.132495