დორტმუნდის პარალელურად ჩინეთის ქალაქ დანჩჟოუში მიმდინარეობს ძლიერი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი People's Daily Online Cup.
შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება. მონაწილეთა შორის ექვსი ჩინელი დიდოსტატია, ოთხიც კი დანარჩენი მსოფლიოდანაა.
დიდი ინტერესს იწვევს ქალთა შორის ჩინელი მსოფლიო ჩემპიონის ჰოუ იფანის და საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტური მოთამაშის – ვასილი ივანჩუკის ასპარეზობა.
სრულად მონაწილეთა სია ასე გამოიყურება: ვან იუე (ჩინეთი, 2730), პეტერ ლეკო (უნგრეთი, 2712), იან ნეპომნიაში (რუსეთი, 2725), ვან ხაო (ჩინეთი, 2734), ხარიკრიშნა (ინდოეთი, 2755), ბუ სიანჩჟი (ჩინეთი, 2723), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2728), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2778), იუ იანი (ჩინეთი, 2734), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2653).
3 ტურის თავზე 2.5 ქულით დანჩჟოუს ტურნირს სათავეში ბუ სიანჩჟი ჩაუდგა, ნეპომნიაშჩის და იუ იანის კი ორ-ორი ქულა აქვთ.