სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

15:15 | 11.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი სტარტი ნაგოიას ბაშოზე (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც სეკივაკეს (მე-3 წოდება პროფესიულ სუმოში) რანგში პირველად ასპარეზობს, ნაგოიაში დაწყებულ ივლისის ბაშოზე წარუმატებელი სტარტი აიღო.

ტოჩინოშინმა პირველი ბრძოლა აღმოსავლეთის იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან ჩაატარა და უვატედაშინაგეთი დამარცხდა, მე-2 ტურში კი ვერც დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯის გაუმკლავდა. ამ უკანასკნელმა ქართველ სეკიტორს იორიკირით აჯობა.

გორგაძე სიტუაციის გამოსწორებას აღმოსავლეთის სეკივაკე კაისეისთან ეცდება, რომელსაც თანაბარი ბალანსი (1 მოგება, 1 წაგება) აქვს. ტოჩინოშინი ბრაზილიელ სუმოისტს 13-ჯერ დაპირისპირებია და 8 შერკინება მოგებული აქვს.

ნაგოიას ბაშოს საწყის დღეებში მოგებას წაგება შეუნაცვლა გაგამარუს შიკონათი ცნობილმ თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ირჯება.

ქართველმა გოლიათმა, რომელსაც ძურიოში აღმოსავლეთის პირველი ნომრის სტატუსი გააჩნია, საწყის შეხვედრაში დასასვლეთის პირველ ნომერ ოშიდაშით სძლია, დღეს კი, მაკუუჩის წარმომადგენელ არავაშის (აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა) გაეჯიბრა და იორიტაოშით დამარცხდა. გაგამარუს მორიგი ორთაბრძოლა დასავლეთის მე-2 ჩიიოტაირიუსთან ელის.

ივლისის სუპერტურნირის 2 დღის თავზე მაქსიმალური შედეგი ერთბაშად ცამეტ მონაწილეს გააჩნია, რომელთა შორის იოკოძუნები – ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ და ოძეკები – ტერუნოფუჯი და კისენოსატოც იმყოფებიან.

დასასრულ, ერთ სახალისო დეტალზეც. ტურნირის პირველ დღეს ძურიოს მე-8 ნომერ ურას სიჩქარესა თუ გაუგებრობაში სამოსი აერია და დოჰიოზე გაგამარუს კეშო-მავაშით გამოცხადდა, რომელიც საქართველოს დროშით იყო გაწყობილი.

ნაგოიას ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა

ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 5:31-დან

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119076