ბულგარელი მოდელი, ეკატერინა კუძარევა ზღვისგაღმა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლამაზმანად ითვლება და ეკატერინას პოპულარობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც ეს გოგონა ცნობილმა ევროპულმა სამოდელო სააგენტოებმა მიიწვიეს.
ეკატერინა კუძარევა მართლაც რომ კოხტა და ლამაზი გოგოა, მაგრამ თურმე ბავშვობიდან აწუხებდა ხერხემლის იშვიათი დაავადება, რაც ძალიან უშლიდა ხელს როგორც საქმიანობაში, ასევე ზოგადად ცხოვრებაში. თუმცა იღბალმა არც ამ ლამაზმანს აქცია ზურგი.
”ჩემი ცხოვრების განმავლობაში სპორტისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლა ვხვდები, თუ რა დიდი შეცდომა იყო ეს ჩემი მხრიდან. მას შემდეგ, რაც ტანვარჯიშსა და ჩოგბურთს სერიოზულად მოვკიდე ხელი, ხერხემლის ტკივილი აღარასოდეს მიგრძვნია და ჩემს თავში ახალი კარგი შესაძლებლობები აღმოვაჩინე. ყველა ადამიანს ვუსურვებ სპორტით დაკავდეს, რადგან სპორტს ჯანმრთელობისათვის ალტერნატივა არ გააჩნია” – ამბობს ბულგარელი მოდელი.







