ფეხბურთი

15:12 | 10.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფავრი: “ბარძალი და კიელინი უვარგისი მცველები არიან”

ფრანგული “ნიცას” შვეიცარიელი მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ტურინის “იუვენტუსის” მცველების, ანდრეა ბარძალისა და ჯორჯო კიელინის კრიტიკას მისდგა. როგორც 58 წლის სპეციალისტმა გერმანულ Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, ისინი უვარგისი მცველები არიან.

“ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი 4-მცველიან ტაქტიკაში ვერ ჯდებიან, რადგან ძალიან ნელები არიან. მათ არ აქვთ საკმარისად განვითარებული პოზიციის გრძნობაა, ეს კარგად გამოჩნდა, როცა “იუვენტუსმა” 4 მცველით ითამაშა – ეს იყო კატასტროფა. ხოლო, ხუთ მცველიანი ტაქტიკის დროს ყველაფერი იცვლება, რადგანაც გაცილებით ნაკლები პოზიცია აქვთ დასაფარი.

საერთოდ, იტალიური ფეხბურთი ღრმა კრიზისშია. ახალგაზრდების მხრივაც ამ ქვეყნაში სრული კატასტოფაა და ერთადერთი პერსპექტიული მოთამაშე მარკო ვერატია”, - განაცხადა “გლადბახის” ექსთავკაცმა.

ამასობაში კი, "გაძეტა დელო სპორტმა" ფავრის ძველი დრო გაუხსენა და შეახსენა, რომ "იუვენტუსი" შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ 4 მცველიანი ტაქტიკით გავიდა, როცა პლეი-ოფში "დორტმუნდი", "მონაკო" და "რეალი" დაამარცხა...

0.117729