ფეხბურთი

21:30 | 10.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლინსმანს მწვანე შუქი აუნთეს

იურგენ კლინსმანს შანსი აქვს ინგლისის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. როგორც The Sunday People იუწყება, გერმანელ სპეციალისტს ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაციამ უფლება მისცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან მოლაპარაკება აწარმოოს.

თუ გამოცემას დავუჯერებთ, აშშ-ს ნაკრების თავკაცს შანსი აქვს ინგლისის ეროვნული გუნდის ხელმძღვანელი გახდეს. "სამი ლომი" ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიასთან მერვედფინალში სენსაციურად 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ჰოჯსონი კი დაკავებული თანამდებობიდან მალევე გადადგა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია კლინსმანთან მოლაპარაკებას ჯერ არ ადასტურებს. გერმანელმა აშშ 2011 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ მისმა გუნდმა 91 შეხვედრიდან 51 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა, ხოლო 26 მატჩში მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065742