ფეხბურთი

20:05 | 10.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა "სიტის" დაცვის განახლებას გეგმავს

"მანჩესტერ სიტი" "ტორინოს" ბრუნო პერესის სანაცვლოდ 17 მილიონ გირვანქა სტერლინგს შესთავაზებს. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა.

ესპანელს პერესის ტრანსფერით უნდა დაცვის ხაზის რეორგანიზაციის დაწყება. ასევე, "სიტი" მოლაპარაკებას აწარმოებს "ვოლფსბურგის" მცველ რიკარდო როდრიგესთან.

მთავარი სამიზნე პეპის კი, რა თქმა უნდა, "ევერტონის" და "იუვენტუსის" მცველები ჯონ სტოუნსი და ლეონარდო ბონუჩი არიან. მანჩესტერელები მზად არიან ბოლო ორ მოთამაშეში 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

0.147459