ფეხბურთი

20:55 | 10.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" კანტეს გადაბირებას შეეცდება

მადრიდის "რეალი" "ლესტერის" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ნგოლო კანტეს აკვირდება და ზაფხულში მის გადაბირებას შეეცდება. ფეხბურთელი "მამლებთან" ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს და 10 ივლისს, გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან ელის.

"სამეფო კლუბი" მზადაა კანტეს გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნული თანხა ესპანელებისთვის პრობლემა არაა, თუმცა კონკურენციის გაწერა "იუვენტუსთან" და "ჩელსისთან" მოუწევთ.

კანტეს გასულ სეზონში 40 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და "მელიებთან" ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა. ნგოლოს სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ ფრანგის საბაზრო ღირებულება უფრო გაიზრდება.

0.116294