კალათბურთი

18:00 | 10.07.2016 | ნანახია 3249 - ჯერ

ჰარდენის ახალი კონტრაქტი: 118 მილიონი ოთხ სეზონში

“ჰიუსტონ როკეტსმა” და ჯეიმს ჰარდენმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის თანახმადაც ამერიკელი კალათბურთელი ტეხასურ კლუბში კიდევ 4 წელი დარჩება, ხელფასის სახით კი 118 მილიონ დოლარს მიიღებს.

გასული ხელშეკრულება 2018 წელს იწურებოდა და მის თანახმად ჰარდენს 2016-17 წლების სეზონში – 16.8, ხოლო 2017-18 წლებში 17.8 მილიონი დოლარი უნდა გამოემუშავებინა.

განახლებული კონტრაქტი გაცილებით უკეთესია. ახლა, გამოდის, რომ მომდევნო სეზონებში ჯეიმსი, შესაბამისად, 26.5, 28.3, 30.4 და 32.7 მილიონ დოლარს მიიღებს.

გასული სეზონში 26 წლის ჰარდენის საშუალო მონაგარი 29.0 ქულა, 6.1 მოხსნა, 7.5 პასი და 1.7 ჩაჭრა გახლდათ, რაც მთელს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:59 | 02.03.2020
dinamo222 (8587)

უმაგრესად ითამაშა და მარტო 32 ქულის გამო კი არა ყველა ბურთი ძალიან საჭირო დროებში ჩააგდო !

18:42 | 01.03.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

საქებარი სიტყვები სწორად შეარჩიეთ. "უზარმაზარი შენგელია" მამამისი კახა გახლავთ, თოკო "ბრწყინვალე შენგელიაა"

11:32 | 01.03.2020
baxt (1836)

ესპანური კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა თოკომ, 44 ეფექტიანობის მაჩვენებელი _ ფენომენალური რიცხვია!

03:05 | 01.03.2020
ronaldooooo (50)

ბრავო თოკო

0.06944
3249