ჭადრაკი

12:23 | 10.07.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ქართული ყაიმი ჩენგდუში

ჩინურ ჩენგდუში მიმდინარე ქალთა საჭადრაკო გრან-პრის მორიგი ეტაპი ინდოელთა უპირატესობით მიმდინარეობს. 7 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი დრონავალი ჰარიკაა (2526), რომლის აქტივშიც 5.0 ქულაა.

თანამემამულეს 0.5 ქულით ჩამორჩება და დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 პოზიციაზეა ჰამპი კონერუ (2575). იდენტური მონაგარით, შემდეგ სატურნირო ცხრილში ჩინელი ვენჯუნ ჟუ (2578) და ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2512) მოდიან.

შეგახსენებთ, რომ ჩენგდუში 2 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობს. ბელა ხოტენაშვილი (2454) 3.5 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო ლელა ჯავახიშვილს (2487) 2.5 ქულით მე-9 საფეხური უკავია. გასულ ხოტენაშვილი და ჯავახიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ყაიმი გააფორმეს.

გრან-პრი თერთმეტ ტურად მიმდინარეობს, მორიგი მე-8 ტურის პარტიები კი დღეს შედგება. ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით ჟუს ეთამაშება, ხოლო ჯავახიშვილი შავებით კიდევ ერთ ჩინელ ქსუე ჟაოს (2510) დაუპირისპირდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:25 | 21.11.2013
gudu1985 (523)

გოგონებმა რა დააშავეს ვინც მედლები დაიმსახურეს თავიანთ დაფებზე

11:52 | 21.11.2013
diko (156)

ალბათ სასწაული აგარ იქნება.მაგარია კარლსენი.ცვენ კაცებსაც ვულოცავ ევროპას.

09:04 | 21.11.2013
BEERTRANCE (97819)

რაღაც სასწაული უნდა ქნას ინდოელმა რომ შემოატრიალოს ბრძოლა.

21:58 | 20.11.2013
costa (939)

რა მაგარი გამოდგა კარლსენი

0.074374