ფეხბურთი

14:40 | 10.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ვაზის უბანი“ თბილისის ლიგა 2016-ის ჩემპიონია

9 ივლისს, საფეხბურთო მოედან „ბენდელაზე“ „თბილისის ლიგა 2016“-ის ფინალური მატჩი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს საბურთალოს „ფეოლა“ და „ვაზის უბანი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. „ვაზის უბანმა“ მეტოქეს დამატებით ტაიმებში ანგარიშით 2:1 სძლია და „თბილისის ლიგა 2016“-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ ფინალისტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ და სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ დააჯილდოვეს.

„თბილისის ლიგა 2016“ სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატია, რომელიც საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.

ტურნირმა 7 მაისს აიღო სტარტი და მასში მთელი თბილისის მასშტაბით 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი ჩაერთო.

თბილისის ლიგა 2016-ს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

სფფ-ის პრესსამსახური

0.118562