ჩოგბურთი

22:13 | 9.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე უიმბლდონის ფინალშია

18 წლის ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის გოგონათა ტურნირის წყვილთა ფინალში ითამაშებს. ქართველმა და მისმა მეწყვილემ კეტი მაკნეილიმ ნახევარფინალში სლოვენიურ-პოლონური წყვილი (იუვანი-სვიატეკი) ორ სეტში საკმაოდ იოლად 6:1, 6:3 დაამარცხეს.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში პირველი განთესვის მქონე პერვუშინას და პოტაპოვას წყვილმა ამერიკელებთან (არკონადა-ლიუ) 5:7, 4:6 წააგეს.

ამრიგად, ქართველ ჩოგბურთელს შანსი აქვს უიმბლდონის ტურნირი წყვილებში მოიგოს. გადამწყვეტი შეხვედრა 10 ივლისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

0.159721