მადრიდის "რეალმა" 22 წლის მცველი დიეგო ლიორენტე "მალაგაში" ერთი წლით გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანელის ახალმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
"ბლანკოსის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გასულ სეზონში იჯარის წესით "რაიოში" თამაშობდა და 37 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. ლიორენტე ესპანეთის ნაკრების წევრობის კანდიდატია. მისი დებიუტი 2016 წლის 29 მაისს ბოსნიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.