ფეხბურთი

14:49 | 9.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგს შესაძლოა სეზონის სტარტი გაუცდეს

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მცველ ჟერომ ბოატენგს შესაძლოა ახალი სეზონის დასაწყისი გაუცდეს. მოგეხსენებათ, გერმანელმა უკანახაზელმა ევრო 2016-ის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთთან ბარძაყის დაზიანება მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად თუ რა პერიოდი დასჭირდება აღდგენით პროცესს.

“ბაიერნი” 2016-2017 წლების სეზონს გერმანიის სუპერთასზე, 14 აგვისტოს “დორტმუნდთან” გახსნის, მერე 5 დღეში თასზე “კარლ ცეისს” შეხვდება, ხოლო ბუნდესლიგის პირველ ტურში 26 აგვისტოს, ბრემენის “ვერდერს” დაუპირისპირდება.

“არ ვიცი, მოვასწრებ თუ არა გამოჯანმრთელებას სეზონის სტარტისთვის. ამას ვერ დაგპირდებით”, - თქვა ბოატენგმა.

სხვათა შორის, განური ფესვების მქონე ფეხბურთელი ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობს და სწორედ ამ მიზეზით გასულ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში მხოლოდ 19 თამაშის ჩატარება მოახერხა.

0.12261