ფეხბურთი

14:21 | 9.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატერაციმ ზიდანის პროვოცირება არ მინდოდაო...

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და იმავე ფინალის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე მარკო მატერაცი იტალიურ მედიასთან იხსენებს ზინედინ ზიდანთან მომხდარ ეპიზოდს, რომელიც დავიწყებას დღემდე არ მისცემია. მისი თქმით, მას ზიდანის დედისთვის შურაცხყოფა არ მიუყენებია.

“მაშინ გატანილმა ორმა გოლმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ზიდანის ეპიზოდი? – მისი დის შესახებ ვუთხარი, დედის თაობაზე – არა! 15 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა და არასდროს სხვის დედას შეურაცხყოფა არ მივაყენებ. მაშინ ზიდანის პროვოცირება არ მინდოდა, ასეთ სიტყვებს და უარესს რომში, ნეაპოლში, მილანსა თუ პარიზში ყოველთვის მოისმენთ.

ერთადერთი რაც მინდა, რომ ამ დღიდან მახსოვდეს, ჩემი გოლებია”, - აღნიშნა მატერაციმ.

იტალიისა და საფრანგეთის ფინალური მატჩი ზუსტად 10 წლის წინ, 2006 წლის 9 ივლისს ბერლინში გაიმართა. მაშინ მატერაცისა და ზიდანს შორის ცნობილი ეპიზოდი 110-ე წუთზე მოხდა და ზიზუ მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა – ასე დასრულდა ლეგენდარული ფრანგის კარიერა.

მატერაციმ კი, აღნიშნულ მატჩში ჯერ მე-19 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მერე პენალტების სერიაშიც შეძლო გოლის გატანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126502