ჩინეთში მყოფმა საქართველოს ეროვნულმა „ბ“ ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გუნდის მეტოქე პოლონეთის „ბ“ ნაკრები გახლდათ, რომელთანაც ჩვენებმა 4 ივლისს დიდი სხვაობით წააგეს.
ჩინური კალენდრის თანახმად, 4 ნაკრები 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამხანაგურ ტურნირებს სამ სხვადასხვა ქალაქში გამართავს. ერთ ტურნირს უკვე უმასპინძლა ქალაქმა ჩანგშუმ, სადაც ქართველებმა სამივე შეხვედრა დათმეს.
პოლონეთთან 8 ივლისს გამართული მატჩი კი ქალაქ ჟანჯიაგანგის ტურნირის პირველი მატჩი გახლდათ, რომელიც უსტიაშვილის გუნდმა 10 ქულით – 62:72 დათმო.
საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი აკაკი დვალიშვილი გახდა. 10 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.
9 ივლისს საქართველოს „ბ“ ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
საქართველო 62:72 პოლონეთი
საქართელო: შვანგირაძე, ბაქრაძე (3), ჯინჭარაძე (10), მიქელაძე (6), ბოქოლიშვილი (4), გოგოძე (6), ჯგერენაია (4), წივწივაძე (5), ორმოცაძე, დვალიშვილი (13), მათიაშვილი (3), ბექაური (8).
www.gbf.ge