საქართველოს 18-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგროს ღირსეული რევანში აუღო. გია კაზანჯიანის, მიხეილ კობეშავიძისა და არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდი მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და მასპინძელ თანატოლთა ნაკრებთან 2 დღის წინ მსაჯების მიკერძოების გამო წააგო. მეორე სპარინგ-მატჩში კი ქართველებმა იმდენად დამაჯერებლად ითამაშეს, რომ მასპინძლებს მონტენეგროელი მსაჯებიანად სძლიეს.
საართველოს ნაკრებს წინა მატჩში დაუბრუნდა, თუმცა მეორე შეხვედრაში უფრო დამაჯერებლად ითამაშა სერბული „მეგა ლეკსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე. ტანმაღალმა მეფარემ საქართველოს ნაკრებს სამწამიანში არაერთი პოზიციური თუ ინდივიდუალური ბრძოლა მოაგებინა და საბოლოოდ ბითაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველებმა მეტოქეს ბოლო მეოთხედში აჯობეს, რომლის დაწყებამდეც 43:46 ჩამორჩებოდნენ. გადამწყვეტ პერიოდში ქართველებმა 5 სამქულიანი ჩააგდეს, 10-წუთეული 27:17 მოიგეს და საბოლოოდ მეტოქე 5 ქულით - 70:65 დაამარცხეს. ბოლო პერიოდში ქართველების 5 სამქულიანიდან 3 ლევან ბაბილოძის ანგარიშზეა, რომელსაც 3 მეოთხედის შემდეგ ქულა არ ჰქონდა ჩაგდებული და ქართველებმა რომ ეს შეხვედრა მოიგეს, მისი დიდი დამსახურებაა.
საქართველოს ნაკრების მიერ მოგროვებული ბოლო 10 ქულიდან 9 ბაბილოძის ანგარიშზეა. გადამწყვეტ პერიოდში მის ანგარიშზე მთლიანობაში 14 ქულა დაგროვდა, ხოლო 10-წუთეულის დაბარჩენი ქულები ასე გადანაწილდა: ბულაშვილი - 8, დარბაიძე - 3, ბითაძე - 2.
საქართველოს ნაკრები მასპინძლებს 9 ივლისს ერთხელაც ესპარინგება და 11-ში მონტენეგროს დატოვებს. კაზანჯიანის გუნდის მორიგი გაჩერება ლატვიაა, სადაც ქართველებს რამდენიმე სპარინგ-მატჩი ელოდებათ.
მონტენეგრო 65:70 საქართველო
22:18, 11:12, 13:13, 19:27
საქართველო: დარბაიძე (12), ბითაძე (15), ბულაშვილი (16), ლეონიძე (6), ფურცხვანიძე (4), ფიფია (1), ღვედაშვილი (2), ბაბილოძე (14), გოგუა, ჩეჩელაშვილი, ქავთარაძე
www.gbf.ge