საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თამაზ გელაშვილმა (2557) ამერიკაში გამართულ ჭორლდ Oპენ 2016-ზე I-VII ადგილები გაინაწილა.
თამაზმა კონკურენტების დარად, 9-დან 7.0 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-3 პოზიცია ერგო. პირველი ადგილი უნგრელმა გაბორ პაპმა (2596) დაიკავა, მესამე კი მოლდოველი ვიქტორ ბოლოგანი (2654) იყო.
ტურნირის მეორე ქართველმა მონაწილე გიორგი ყაჭეიშვილმა (2589) 9-დან 6.0 ქულა დააგროვა და მე-20 ადგილზე გავიდა.