კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი სანდრო რამირესი მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში "მალაგაში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანელი მოთამაშის ახალმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
20 წლის ფეხბურთელმა გუნდში მაღალი კონკურენცის გამო სამუშაო ადგილის გამოცვლა გადაწყვიტა. "ბლაუგრანას" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი მთავარ გუნდში 2014 წელს დააწინაურეს და მას შემდეგ "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში თავი 7 გოლით გამოიჩინა.