ფეხბურთი

21:18 | 8.07.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ვალდესი კარიერას "მიდლსბროში" გააგრძელებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი მეკარე ესპანელი ვიქტორ ვალდესი მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში "მიდლსბროში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია, ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მეკარეს კარიერა ესპანეთიდან წასვლის შემდეგ არ აეწყო. ვალდესი "წითელი ეშმაკების" რიგებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა და მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. გასული სეზონის სამი თვე კი ლიეჟის "სტანდარდშიც" იყო განათხოვრებული.

"მიდლსბრო" პრემიერლიგაში გასულ სეზონში დაწინაურდა. 34 წლის მეკარეს შანსი ექნება, ინგლისის ჩემპიონატში თავი გამოიჩინოს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:03 | 07.03.2018
Beka-1991 (596)

კაი რა ბეტისისთვის ცოდვაა ძაან

23:19 | 06.03.2018
ogafa (10211)

ბტისიში გაიჩითება?

21:04 | 07.03.2018
Beka-1991 (596)

თუ გიჩითა წარმატებები

16:01 | 06.03.2018
წინ ბათუმის დინამო!!! (140)

მაინტერესებს რა ქნა ასეთი ამ კაცმა ასე რომ გარიყეს

22:38 | 06.03.2018
centurioni (447)

მეც 100% ბრატ

0.063897