ფეხბურთი

17:44 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ჩეხეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” კარის დარაჯმა პეტერ ჩეხმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. 34 წლის ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას “მეთოფეთა” “ტვიტერის” ოფიციალურმა გვერდმა ამცნო, ჩეხმა კი პირად გვერდზე დაწერა, რომ ეროვნულ გუნდთან ერთად ბევრი ამაღელვებელი და საუცხოო მომენტი ჰქონდა და ნაკრებს მომავალში წარმატება უსურვა.

ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში ჩეხის დებიუტი 2002 წლის 11 თებერვალს უნგრეთთან ამხანაგურ მატჩში (2:0) შედგა და მას შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო კიპერმა მშობლიური ქვეყნის უპირველესი გუნდის კარი 124 მატჩში დაიცვა. ჩატარებული მატჩების რაოდენობით ის ჩეხეთის ნაკრების რეკორდსმენია.

0.1443