“ჩიკაგო ბულსმა” რეჯონ რონდოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ირკვევა, ამერიკელი გამთამაშებელი “ხარების” ღირსებას მომავალი 2 წლის განმავლობაში დაიცავს, ანაზღაურების სახით კი 28 მილიონ დოლარს მიიღებს.
გასულ სეზონში რონდო “საკრამენტო კინგსის” რიგებში ირიცხებოდა, მისი საშუალო მონაგარი კი 11.9 ქულა, 6.0 მოხსნა, 11.7 პასი და 2.0 ჩაჭრა გახლდათ.