ჩოგბურთი

21:06 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“უიმბლდონზე” “ავსტრალიის ღია პირველობის” ფინალი განმეორდება

“უიმბლდონის” ტურნირის ქალთა ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი და რეიტინგის მე-4 ნომერი გერმანელი ანგელიკა კერბერი შეხვდებიან. “უიმბლდონზე” წლევანდელი “ავსტრალიის ღია პირვლეობის” ფინალი განმეორდა, მაშინ გერმანელმა სერენას 6:4, 3:6, 6:4 აჯობა.

ნახევარფინალში უილიამსმა რუსი ელენა ვესნინა 6:2, 6:0 გაანადგურა. ამერიკელს მატჩის მოსაგებად რეკორდულად მცირე დრო მხოლოდ 50 წუთი დასჭირდა, რაც “უიმბლდონის” ნახევარფინალებში ყველა სწრაფად მოგებული მატჩია. სერენამ 11 ეისი მოაწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ამერიკელმა 9 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, რუსს კი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

მეორე ნახევარფინალში ანგელიკა კერბერმა ვინუს უილიამსს 6:4, 6:4 აჯობა. პირველ სეტში გერმანელი 5:2 დაწინაურდა, ვინუსმა შეძლო ერთი უკუბრეიკის გაკათება, მაგრამ სეტის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. მეორე პარტიის სტარტზევე ანგელიკამ მეტოქის ჩაწოდება მოიგო, რაც შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

კერბერი “უიმბლდონის” ფინალში პირველად გავიდა, სერენამ აქამდე ფინალში გასვლა ცხრაჯერ მოახერხა და ექვსჯერ იმარჯვა.

ურთიერთშეხვედრებში სერენა კერბერს 5:2-ს ამარცხებს.

ფინალური მატჩი 9 ივლისს თბილისი დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.

0.120058