კალათბურთი

21:25 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯინობილი მომავალ სეზონშიც “სან ანტონიოში” ითამაშებს

არგენტინელი კალათბურთელი მანუ ჯინობილი მომავალ სეზონშიც “სან ანტონიო სპურსში” ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად მანუმ ტვიტერის გვერდზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს ჯინობილი თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა, მალევე განაცხადა, რომ კარიერის დასრულება არ სურდა და სავარაუდოდ, კიდევ ერთ სეზონს ითამაშებდა.

28 წლის არგენტინელი ტეხასური კლუბის მაისურით 2002 წლიდან ასპარეზობს და ნბა-ს ჩემპიონი 4-ჯერ გახდა. გასული სეზონის 58 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 9.6 ქულა, 2.5 მოხსნა, 3.1 პასი და 1.1 ჩაჭრა იყო.

0.120266