ფეხბურთი

18:47 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: "მანჩესტერი" პოგბაში 100 მილიონს იხდის, ფეხბურთელს 300 000 სთავაზობს

როგორც Sky Sports-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ტურინის "იუვენტუსთან" პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე ორი დღეა მოლაპარაკებას აწარმოებს. ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელის დასაბრუნებლად 100 მილიონი გორვანქა სტერლინგი გადაიხადონ, რაც ყველა დროის ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება.

ასევე, მანჩესტერელები" მზად არიან პოგბას კვირაში 300 000 გირვანქა გადაუხადონ. როგორც ფრანგისთვის, ასევე იტალიური გრანდისთვის ინგლისელების წინადადება მაცდუნებელია. "წითელი ეშმაკების" თავკაცად ჟოზე მოურინიო დაინიშნა და თავად პორტუგალიელსაც სურს პოგბას დამატება.

პოლი "მანჩესტერმა" "იუვენტუსში" 2012 წელს უფასოდ გაუშვა. მაშინ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 6 მილიონი გახლდათ, ოთხი წლის შემდეგ კი 64 მილიონით გაიზარდა. 23 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.121869