ჩინური კლუბები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კვლავ ყველაზე მეტად აქტიურობენ. სუპერლიგის “ლიაონინგის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ვერდერის” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ენტონი უჯა, ამიერიდან, მათ ღირსებას დაიცავს.
25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ ჩინელებმა 11.5 მილიონი ევრო გაიღეს და ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
უჯამ გასულ სეზონში “ვერდერის” მაისური 37-ჯერ მოირგო და 14 გოლი გაიტანა.