ჩინურ ჩენგდუში მიმდინარე ქალთა საჭადრაკო გრან-პრის 5 ტურის თავზე ლიდერობა შეინარჩუნა ჰამპი კონერუმ (2575). ინდოელმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით ყაიმი ლელა ჯავახიშვილთან (2487) გააფორმა და თავი 4.0 ქულას მოუყარა.
ჯავახიშვილს, რომელსაც ჯერ პარტია არ მოუგია (4 ყაიმი, 1 მარცხი) 2.0 ქულა მოუგროვდა და ტურნირის 12 მონაწილეს შორის მე-8 ადგილზეა. მე-6 ტურში, რომელიც 8 ივლისს შედგება, ჯავახიშვილი შავებით ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2512) ეთამაშება, რომელიც 3.0 ქულით მე-4 პოზიციზეა.
სამწუხაროდ, პირველი მარცხი შეემთხვა ბელა ხოტენაშვილს (2454). მან შავი ფიგურებით რუს ოლგა გირიასთან (2444) წააგო, 2.5 ქულა შერჩა და მე-6 ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო ტურში ხოტენაშვილი თეთრებით ჩინელ ჟონგი ტანს (2495) გაეჯიბრება, რომელიც 0.5 ქულით აუტსაიდერებში იმყოფება.
მე-6 ტურში ცენტრალური კონერუს და ჩინელი ვენჯუნ ჟუს (2578) პარტია იქნება. ეს უკანასკნელი ლიდერს 0.5 ქულით ჩამორჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროა
კაი კაცი იყო აცხოვნოს ღმერთმა.ყველაზე მეტად ამის ხელში მომწონდა არგენტინის ნაკრების თამაში.ფაქტია მესის ეპოქაში ყველაზე დალაგებული გუნდი ამას ყავდა რომელიც სტაბილურად მაღალ დონეს დებდა და მაგრად არ გაუმართლა 2014-ში მსოფლიო რომ ვერ მოიგო.პენალტიც არ მიცეს ფინალში სამ რეალურ განიავებულ მომენტს რომ შევეშვათ.მართლა რაღაცნაირი საწყალი თვალებით იყურებოდა სულ
((
ამ კაცს ისეთი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს სულ სიკვდილს უყურებდა თვალებში..